როდის ამოქმედდება "მწვანე პასპორტის" მექანიზმი - თამარ გაბუნიას განმარტება
რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საბჭომ "მწვანე საშვის" მექანიზმის ამოქმედებაზე იმსჯელა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი სხდომა ჩაინიშნა.
„საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15 პროცენტით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი, შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. საბჭომ ასევე განიხილა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებები „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დღეს საქრთველოს პრეზიდენტი ესწრებოდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
