"ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს პირველი, რომელსაც საქართველო მიიღებს"
დღეს ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს.
„ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში. „კოვაქსი“ ამ შესაძლებლობას გვთავაზობს და „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს ის პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას მოყვება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ანუ ეს ორი არის ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც შესაძლებელია, მივიღოთ „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. ორივეს აქვს შესაფერისი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება. სხვა დანარჩენი ვაქცინები, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მიიღონ მსგავსი მარეგულირებლების ავტორიზაცია და ჩვენც ამათაც განვიხილავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
