საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვებს "არ გამორიცხავენ". მისი თქმით, რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, გურია, იმერეთი და თბილისი, "წითელი მიმართულებით მიდის". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
“ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ძვრებია მოსალოდნელი - საზოგადოებას ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ უკვე ამცნო, რომ ის არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, მისი გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.
“საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა, ვაქცინის შემოტანიდან ზუსტად ერთ კვირაში 21 მარტის მონაცემებით ჯანდაცვის სექტორის 3800-ზე ოდნავ მეტი თანამშრომელია აცრილი - პროფესიონალები თვლიან, რომ თუ ეს პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა 10 წელზე მეტი დრო დასჭირდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულ ნიშნულზეა - რა დრო დაგვჭირდება პანდემიის შესაჩერებლად, თუ პროცესი ასე გაგრძელდა / “ამ ტრაგედიებს და გაცხადებული სიკვდილის ქრონიკას მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინა შეაჩერებს”.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
NATO რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებთან ადაპტაციას გააგრძელებს, რომელთა შორის საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეებია. ამის შესახებ NATO-ს საბჭოს მინისტერიალის პირველი დღის ბოლოს მიღებულ განცხადებაში აღნიშნული.
მას გამოცდილება „ქართული ოცნების“ წიაღში და ჩვენს ფორმატში დაუგროვდა, ეს არის რეალობა და თუ მას რაიმე წარმატებული პროექტი ჰქონდა, ეს პირადად მისი არაფერი დამსახურება არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კაცობრიობისთვის საშიშს უწოდებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" დაწერა.
,,ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!" - ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
ანაფილაქსიის შემთხვევები, რაც არის ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტზე, დაფიქსირდა სხვა ვაქცინის გაკეთების დროსაც, საუბარია MRNA ვაქცინებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მაგალითად, აშშ-ში. თუმცა ეს ძალიან იშვიათია, დაახლოებით 2-4 შემთხვევა მილიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა
.
