უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სენსაციურ დოკუმენტებს ასაჯაროებს
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტრაგედიის მანამდე უცნობი მასალები გამოაქვეყნა. ისინი უწყების Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტებში საუბარია ატომურ ელექტროსადგურზე დაფიქსირებული რამდენიმე გამოფრქვევის შესახებ, რომელიც 1986 წლის ავარიას წინ უსწრებდა. რადიოაქტიური ნივთიერებების პირველი გამოფრქვევა 1982 წლით არის დათარიღებული.
"თუმცა "კა-გე-ბეს" დოკუმენტი სრულდება ჩვეული "მიღებულია ზომების პანიკის და პროვოკაციული ხმების აღსაკვეთად", - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ავარიული სიტუაციები მესამე და მეოთხე ენერგო ბლოკზე ჯერ კიდევ 1984 წელს ხდებოდა.
დოკუმენტებში ასევე საუბარია, რომ ჯერ კიდევ 1983 წელს "კა-გე-ბემ" იცოდა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების საშუალებები არ იყო, რაც საშიშ მდგომარეობას ქმნიდა.
უშუალოდ ავარიის შემდეგ კი, არქივების მიხედვით, მიღებული იყო დირექტივა, რომელიც კატასტროფის მიზეზების, რადიაციული ვითარების, ავარიის შედეგების ლიკვიდაციის შესახებ მონაცემების გასაიდუმლოებას გულისხმობდა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
