ივლისი 20 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ინფექციის გადატანიდან 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.


ივლისი 20 2021

“ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე წარიმართა და საუბარი მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე გაგრძელდა.


ივლისი 20 2021

"19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს"- ასეთია ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძირითადი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რომელიც მან ბათუმში გამართულ საერთაშორიოს კონფერენციის შემდეგ გააკეთა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით,“ევროკავშირის ტრანშის საკითხმა შესაძლოა არჩევნებამდე გადაიწიოს” - ზაქარეიშვილი


ივლისი 20 2021

სანამ ჯერ კიდევ დროა, გავათავისუფლოთ სტაციონარები "წამოწოლილი" პაციენტებისგან! ზოგიერთები კი მაკრიტიკებენ, პაციენტი არ უნახავს და აზრზე არ არის, ვინ უნდა დააწვინონ და ვინ არაო:), მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უამრავი ჩემი ამბულატორიული პაციენტი (ახლობლებზე აღარაფერს ვამბობ), ვისთანაც სიტუაცია ზუსტად ვიცი, რომ სტაციონარში მოთავსებას საერთოდ არ საჭიროებდა, სრულიად გაუგებრად მოხვდა საავადმყოფოში ან პაციენტისვე დაჟინებული მოთხოვნით ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. მათ შორის, არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია უტარდება ბევრ ბავშვს!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.


ივლისი 20 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 880 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.19 %.


ივლისი 20 2021

ზესტაფონი - “ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანის მე-4 საამქროში, 26-ღუმელის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. საწარმოში განხორციელებული სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძეს ,,ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააცნო.


ივლისი 19 2021

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად ვართ და გამიზნული გვაქვს, ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციის შემთხვევებსა და გამოწვევებს როგორც გარედან, ისე შიგნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ასოცირებული ტრიოს" მიერ ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პეტრას ციხეზე განაცხადა.


ივლისი 19 2021

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში სინოპტიკოსები ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 20-21 ივლისს საშუალო ტემპერატურა 38-41 გრადუსი დაფიქსირდება. 22 ივლისს კი ჰაერის ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და 35 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც. 


ივლისი 19 2021

მწერალი ფიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ბოლო წლებია, საქართველოში ყველაზე მეტი სოფელი სამეგრელოში მოვამარაგეთ წიგნებით, რაც ამავდროულად ნიშნავს - სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ მქონოდა, აქ ვერცერთ სურათში ჩავეტეოდი. მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია - ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომზე თეთრ დროშას - დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!" - წერს გიორგი კეკელიძე.


ივლისი 19 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 194  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 848  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 231   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.66 %.


გვერდი 819 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.