2021 წლის 25 აგვისტო - ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუს აღწევს, ძალიან ცხელა. ასეთ ტემპერატურაში კი ადამიანში წყლის მოთხოვნილება ჩნდება. პირველივე მაღაზიას მიაშურებ და წყლის პლასტმასის ბოთლს ჰკიდებ ხელს.
არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენი, ჩვენი შვილების, დედების და მამების, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დაკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაკავებას ხეობაში ყოველთვის ახორციელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 288 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის" დააჯილდოვა.
ბრიტანულმა „როიტერ“-მა (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გაქცევა ქაბულიდან: ავიაკომპანიის პილოტის ნაამბობი“ (ავტორი - ოგნენ თეოფილოვსკი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ მოახერხა ავღანეთის დედაქალაქში გამეფებული ქაოსის პირობებში მგზავრების მშვიდობიანი გაყვანა ერთ-ერთი თვითმფრინავის ეკიპაჟმა.
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times), ავღანურ თემატიკაზე მასალების პუბლიკაციისას, აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთი - შუამავალი თალიბებსა და პროამერიკული ხელისუფლების ნარჩენ წარმომადგენლებს შორის“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის სავარაუდო საშუამავლო როლს პანჯშერის ხეობაში თავშეფარებულ ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტის მომხრეებსა და თალიბებს შორის.
„ავღანეთში დასავლეთის ფიასკო შეიძლება აიხსნას იმით, რომ აშშ-ისა და მის ნატოელ მოკავშირეთა გადაწყვეტილებებში მხოლოდ იდეოლოგიური ფაქტორი დომინირებდა, გეოგრაფია კი საერთოდ დავიწყებული იყო“, - ამბობს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ფაბრის ბალანში გაზეთ „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) კორესპონდენტთან ეჟენი ბუალესთან საუბრის დროს. ინტერვიუს ტექსტი გაზეთში გამოქვეყნებულია სათაურით „აშშ-ის კრახი ავღანეთში: გეოგრაფიის შურისძიების ნიმუში“.
როგორც ამერიკული „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) წერს სტატიაში სათაურით „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ქაბულიდან საელჩო ატყობინებდა, რომ კრახი ახლოვდება“ (ავტორი - ვივიან სალამა), თურმე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი თვით ადრე იცოდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგნოზების მიუხედავად, თალიბები ქაბულს სწრაფად დაიკავებდნენ, მაგრამ არაფერი არ გააკეთა ქაოსური სიტუაციის აღკვეთის მიზნით.
