დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ცირკულაცია სერიოზულია და აქტიური შემთხვევების რაოდენობა ჯამში 210 000-ზე მეტია.
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სხვადასხვა მედია საშუალებები აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 362 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%.
ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა მოიპარეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.
უკრაინამ გერმანიის მთავრობას თავდაცვითი ხასიათის იარაღით დახმარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ეპოქაში შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.