რუსეთი ბიჭვინთაში ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ორი გარდაცვლილისა და 17 დაშავებულის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი ხელისუფლების ყოფილი ლიდერი მთავრობას ელჩების ბულინგში ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარებს გიორგი გახარია "ტვიტერში" აფასებს.
სოსო გოგაშვილი ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სახეა. მას უამრავ მძიმე დანაშაულში აქვს მონაწილეობა მიღებული - ცხადია, არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ივანიშვილის დავალებით. სანაცვლოდ, ის ერთი რიგითი ბოგანოდან მულტიმილიონერად გადაიქცა,- ასე გამოეხმაურა FirstNews.ge-თან საუბარში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებას "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8203 ლარი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კიევს არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.
