დღეს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თამამად შეიძლება, ითქვას, რომ მისი ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით რუსეთის ჯარებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “მაიმუნებს არ ეკისრებათ”.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.
საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
