August 19, 2025

ივლისი 18 2022

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ.


ივლისი 18 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეხვდნენ „იუესაიდის“ წარმომადგენლობას და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.


ივლისი 18 2022

ძალიან საშიშ სახეს იღებს ინტერნეტ ძალადობა, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელებით ძალადობა, სოცძალადობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.


ივლისი 18 2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


ივლისი 18 2022

 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია.


ივლისი 17 2022

საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა.


ივლისი 17 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ.


ივლისი 17 2022

ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე. გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა - ჩვენ გავუძლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.


ივლისი 17 2022

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.


ივლისი 15 2022
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მეშვიდე პაკეტი შეათანხმა. ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ შეზღუდვებს შორის რუსულ ოქროზე ემბარგოს დაწესება და რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვის გაფართოებაა.

გვერდი 528 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.