საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.
მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8000 ლარი ეღირება, ევრო – 2.7793 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2931 ლარი.
დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცება და საზღვრების შეცვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, როგორც თავად აცხადებს, ის მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან „მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლითა და გაყალბებით“.
ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან ISFED-თან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.