"დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსებააყრილია, შენ შეგეცოდებოდა" - ხათუნა ხოფერია ზურაბ ჟვანიას დაბადებისდღეს ულოცავს
"ცხოვრება უცნაურია, ძალზე რთული, მაგრამ სამართლიანი! დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსება აყრილია, შენ შეგეცოდებოდა… ჰო, შეგეცოდებოდა… არ ვიცი, რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!" - წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადებისდღის აღსანიშნავად.
"დაბადების დღეს გილოცავ, ზურა!
ვბერდებით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ - მინისტრი. პირველი "მწვანეთა" ლიდერი! იცი რა თქვა შენზე უწმინდესმა? - ზურაბ ჟვანია გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით, მაგრამ ამავე დროს, დიდი რწმენით! ის იყო მუდამ პირველი, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში." ჰო, ნამდვილად ასეთი იყავი… არა, ხარ!..
ცხოვრება უცნაურია, ძალზე რთული, მაგრამ სამართლიანი! დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსება აყრილია, შენ შეგეცოდებოდა… ჰო, შეგეცოდებოდა… არ ვიცი რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!…
ცხოვრება ყველაფერს ალაგებს. ყველა მადლს, ქვაზე დადებულსაც კი, მადლის გამცემს უბრუნებს. ყველა ბოროტებას, ბოროტების ჩამდენს დაატეხს თავს.
წლები მიდის და შენი მკვლელობისთვის საერთოდ აღარ ვიცლით. ბედს მივენდეთ… გვაპატიე!… უბრალოდ, ეს საშინელი მონატრების გრძნობა და შენი შეუცვლელობა, როგორც ჭკუის დამრიგებლის და ლიდერის, სულ უფრო მტკივნეული ხდება!
გილოცავ, დაბადების დღეს! შენ ისევ 41 წლის გახდი!
მადლობა, რომ იყავი! მადლობა, რომ ხარ! მადლობა, რომ ყოველთვის იქნები," - წერს ხათუნა ხოფერია.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი