მარტი 16 2023

ქართველებს ეშინიათ პუტინის, არ ვფიქრობ, რომ მათ უყვართ ივანიშვილი, თუმცა ამჟამად ივანიშვილი მათთვის არის მეხამრიდი პუტინისგან, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხს, Freedom TV-ს 


მარტი 16 2023

როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით - სამწუხაროდ ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.


მარტი 16 2023

საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიო რეიტინგებში, ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.


მარტი 15 2023

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ნიჩბოსნობის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.


მარტი 15 2023

6 მარტს, ქუთაისში, საქართველოს უნივერსიტეტის ტრენინგი თემაზე - "როგორ შევადგინოთ ბიზნეს-გეგმა" გაიმართა.


მარტი 15 2023

რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.


მარტი 15 2023

ამაზრზენია „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მანიპულირება 9 აპრილზე და ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომლებიც ქართველი ადამიანის გულში ემოციებს აღძრავს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მარტი 15 2023

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის აქციის დაანონსებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მარტი 14 2023

რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი. მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მარტი 14 2023

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.


გვერდი 447 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.