„ქვეყანაში მძვინვარებს LGBT+-∞ პროპაგანდა. მიმდინარეობს ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ! ებრძვიან ეკლესიას და პატრიარქს, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა გამოსწორდეს,“ - ასე აფასებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოგრაფიულ მონაცემებში უარყოფითი სალდო ფიქსირდება.
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ბასილაძემ, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა 38 წარმატებულ ქუთაისელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ 9 აპრილს აჩვენოს ერთიანობა, კვლავ გამოვხატოთ ჩვენი ხალხის ნება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ქუთაისში სკოლა-ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, სადაც იმერეთის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა მოეწყო.
მუდმივი ბოიკოტი აზიანებს ოპოზიციას, რადგან საპარლამენტო ბერკეტი არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას, მათ შორის, ქუჩას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5655 ლარი ეღირება, ევრო – 2.7851 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1666 ლარი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-17 სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.
