ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის – მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6771 ლარი ეღირება, ევრო – 2.8902 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3833 ლარი.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. მან ასე უპასუხა კითხვას, "რატომ მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლებოდა".
კანონპროექტით, რაც შემოვიტანეთ და მერე სხვანაირად შეფუთეს, გვინდოდა, საზოგადოებას სცოდნოდა, ვისგან და რა მიზნით იღებენ [ორგანიზაციები] დაფინანსებას. ეს იყო კანონის შინაარსი და ამოცანა, მეტი არაფერი - გაიგოს საზოგადოებამ, ეს რადიკალები საიდან ფინანსდებიან და რა ამოცანა აქვთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ზოდიაქოს ეს 6 ნიშანი შეძლებს გახდეს ჭეშმარიტად ბედნიერი და მოაგვაროს პრობლემების უმეტესობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 27-ე სხდომა გამართა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6818 ლარი ეღირება, ევრო – 2.9044 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3984 ლარი.
პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით და რას ეტყოდა მას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კურილის კუნძულების სტრატეგიული როლი გაიზრდება, მათ შორის ახალი იარაღის განთავსებით.
