თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სავსემთვარეობა ქალწულში ტრადიციულად ასოცირდება დასაქმების თემასთან. ამასთან, ბევრმა შეიძლება განიცადოს მნიშვნელოვანი ცვლილებები პლანეტა სატურნის გავლენის გამოც. კარმის პლანეტა სატურნი ახლა თევზების ნიშანშია, რაც ამძაფრებს ემოციური პასუხისმგებლობისა და სიმწიფის თემას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. თევზები კი ქალწულის მოპირდაპირე ნიშანია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6505 ლარი ეღირება, ევრო – 2.8774 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3608 ლარი.
ალექსეი ნავალნის ცხედარი ვნახე, გამომძიებლები მის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
24 თებერვალს 18:00 საათზე, ქუთაისის, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი - შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, - ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
ივანიშვილი ვერ იტანს ქურდობას, ღარიბაშვილი იმიტომ „მოაძრო“, რომ თავისი „კასირი“ გაუჩნდა - ივანიშვილი თვლის, რომ მას პარავენ, რადგან ბიუჯეტის ფული მისია და ის ანაწილებს კონვერტებით და თუ გვერდზე შემოსავალი გაიჩინე, ამის გამო შეიძლება გაგაგდოს, მთავარია რომ ეს მანკიერი სისტემა დარჩეს და ყველამ იცოდეს, რომ ივანიშვილის ხელი აჭმევს და ამ ხელს არ უნდა უკბინოს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.