ჩვენმა თანამოქალაქეებმა ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, მე ამის არ მეშინია , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო. ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
