February 9, 2026

ნოემბერი 09 2020

შინაგან სამეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განმარტებით, გუშინ, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დროს, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.


ნოემბერი 09 2020

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით  „საქართველოში ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“ - საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია თბილისში მიმდინარე ოპოზიციურ საპროტესტო აქციაზე და მის მიზეზებზე (ავტორი - ნინა ახმეტელი).


ნოემბერი 09 2020

იმერეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.


ნოემბერი 09 2020

ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრეს“-მა («AFP - Agence France-Presse») გაავრცელა ვრცელი მასალა სათაურით „მრავალათასიანი მიტინგი ყოფილ საბჭოთა საქართველოში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით“, რომელშიც ფართოდაა გადმოცემული თბილისში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია.


ნოემბერი 09 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 09 2020

საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.


ნოემბერი 09 2020

საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.


ნოემბერი 09 2020

„ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია, ეს ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა“, - აცხადებს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და გუშინ ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


ნოემბერი 08 2020

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ცესკოსთან მიმდინარე აქციას ეხმაურება:


ნოემბერი 08 2020

ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, საქართველოს დავკარგავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ცესკო-თან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას გამოეხმაურა.


გვერდი 1026 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.