August 4, 2025

მარტი 19 2019

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს. 

Deutsche Welle-ს ცნობით, მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივმა ქმედების გამო, იაპონია ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო.   

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ცუნეკადზუ ტაკედა თანამდებობას სკანდალის ფონზე ტოვებს. 

Deutsche Welle-ს ცნობით, მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების შეფასებით, ცუნეკადზუ ტაკედას დანაშაულებრივმა ქმედების გამო, იაპონია ოლიმპიადა 2020-ის ჩატარების უფლება მიიღო.   

ცუნეკადზუ ტაკედამ განაცხადა, რომ თანამდებობას ივნისში დატოვებს, როცა უფლემოსილება შეუჩერდება. ის კორუფციაში ბრალდებას უარყოფს: 

„მე მინდა ოლიმპიური კომიტეტის მართვა გადავცე ახალ თაობას, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე მიიყვანს“ - განაცხადა ცუნეკადზუ ტაკედამ.

იაპონია 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 20 მილიარდ დოლარს დახარჯავს. 

ცუნეკადზუ ტაკედამ აღიარა, რომ სინგაპურულ საკონსულტაციო კომპანია Black Tidings -ს 2 მილიარდი დოლარი გადაუხადა. საფრანგეთის პოლიციამ  დაადგინა ამ კომპანიის კავშირი სენეგალელ ლამინ დიაკთანრომელიც 2015 წელს კორუფციაში და ფულის გათეთრევაში დაადანაშაულეს.  

ლამინ დიაკს ჰქონდა გავლენები აფრიკის ოლიმპიური კომიტეტის წევრებზე, რომლრბმაც 2020 წელს ოლიმპიადის ჩატარებაზე ხმა იაპონიას მისცა.  

ცუნეკადზუ ტაკედა აცხადებს, რომ ის არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სინგაპურულ კომპანიასთან მოქმედებდა ჩვეულებრივი კომერციული კონტრაქტი, რომელსაც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის სხვა წევრებიც უჭერდნენ მხარს. 

კორუფციის სკანდალით ტოკიოს როგორც ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანას ჩრდილი მიადგა, თუმცა კორუფციული სკანდალი ოლიმპიური თამაშებისთვის უცხო არ არის. 2016 წელს რიო დე ჟანეროში, (რომელიც ოლიმპიურ თამაშების მასპინძელი ქვეყანა იყო,) თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კარლოს ნუზმანიდააპატიმრეს.   

imedinews.ge


მარტი 18 2019

19 მარტიდან ყველა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის და მეურვეებისთვის საინფორმაციო და ფსიქო-ემოციური დახმარების ცენტრი იხსნება.

მშობელთა საინფორმაციო ცენტრი ღია საზოგადოების ფონდისმხარდაჭერით იმუშავებს. მათი ინფორმაციით, ცენტრში მისულებს დაეხმარებიან ისეთი მშობლები, რომლებმაც თავად გაიარეს იგივე გზა:

"მოუმზადებელ მშობელს ორიენტაცია აქვს დაკარგული. აღარ იცის ვის მიმართოს რჩევისთვის ან შვებისთვის. რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, რამდენ ხანს იცოცხლებს ბავშვი, რას შეძლებს, როგორ იქნება მისი და ოჯახის მომავალი. არც ის იცის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს უჩვეულო სითბო და სიყვარული შემოაქვს ოჯახში და რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩარევას წარმატებული შედეგი აქვს".

საინფორმაციო ცენტრთან დასაკავშირებლად დარეკეთ ცხელ ხაზზე 551461555. დაუნის სინდრომის მშობელთა ასოციაციის სოციალური საწარმო ბაბალე თბილისში, ყაზბეგის 30ა-ში მდებარეობს. 

on.ge


მარტი 18 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


მარტი 17 2019

რუსეთში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს,



მარტი 15 2019
რეცეპტის ინგრედიენტები
 
2ცალი ბანანი
 
3⁄4  ჭიქა ფქვილი
 
1⁄4  ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
 
6ს/კ შაქარი
 
1⁄4  ჭიქა ზეთი
 
1⁄2  ჩ/კ გამაფხვიერებელი
 
1⁄2  ჩ/კ საცხობი სოდა
 
1⁄2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. ბანანი გაფრცქვენით, თასში მოათავსეთ და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ზეთი, ვანილი, შაქარი და კარგად აურიეთ.
2.სხვა თასში აურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა და გამაფხვიერებელი.
3.ფქვილის ნაზავში გააკეთეთ ჩაღრმავება და ბანანის ნაზავი ჩაასხით.
4.მსუბუქად აურიეთ, არ ათქვიფოთ. ცომს დაჭრილი ნიგვზის ნახევარი შეურიეთ. დანარჩენი ნახევარი თავზე მოსაყრელად გადაინახეთ.
5.მაფინის საცხობ ფორმებში ცომი კოვზით ისე გადაიტანეთ, რომ ფორმის ¾ ნაწილი ამოივსოს. ცხობისას მაფინი აუცილებლად ამოვა, ამიტომაც ფორმა ბოლომდე არ ამოავსოთ. მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.
6.აცხვეთ 30 წუთით, ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მაფინები თავზე უნდა გადაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!
kulinaria.ge

მარტი 15 2019

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ცხიმოვანი მჟავები ქალის სისხლში ხელს უწყობენ ძუძუს კიბოს უჯრედების ზრდას


მარტი 15 2019

ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის,


მარტი 14 2019

ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩისა და საჩხერის გზატკეცილზე მდებარე კორპუსების რეაბილიტაცია დასრულდა.


მარტი 14 2019

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა თით­ქმის აღ­მო­ფხვრეს


გვერდი 829 სულ 851
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.