ამ ნიშნებს უყვართ იმის გაკეთება, რაც მათთვის კომფორტული და მომგებიანია... არც იფიქროთ, რომ გვირგვინი ამძიმებს მათ.
#1 - გამოიმუშავე იმდენი ფული, რამდენიც შეგიძლია.
- პასტელური ლავანდისფერი

ფაქტია, რომ 2022 წლის მთავარი ფერი, პასტელური ლავანდისფერია. იქნება ეს ინტერიერის დიზაინი, ტანსაცმელი თუ საახალწლო დეკორი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლავანდისფერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თანაც, ყველასთვის მოულოდნელად, ამ ფერს, ნამდვილად შეუძლია სახლის საახალწლო განწყობით ავსება.
ნეონები

საახალწლო დეკორაციაში ნეონების გამოყენება, არის სინათლის, სიხალისისა და სადღესასწაულო განწყობის წინაპირობა. აირჩიეთ ნეონის ფერებში გადაწყვეტილი სათამაშოები და დეკორაცია. ხოლო თუ ეს თქვენი გემოვნებისთვის ზედმეტად დატვირთული გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ნეონის საახალწლო განათებები შეარჩიეთ.
ზღვის ნიჟარები

ზღვის თემატიკა საახალწლოდ? რატომაც არა! თუ დაფიქრდებით, აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში, ეს საუცხოო, თამამი, მაგრამ დახვეწილი და ელეგანტური არჩევანია.
მეტი სიმწვანე

თითქოს, მწვანე ფერი, ახალ წელთან ყველაზე ახლოსაა. მაგრამ, რა მოხდება თუკი უფრო მეტ მწვანე, ბუნებრივ დეკორაციას ჩართავთ? შედეგად უფრო მეტ საახალწლო განწყობას მიიღებთ!
მდიდრული მეტალი

არსებობს კი ახალი წელი, ბზინვარე მეტალის გარეშე? ცხადია, არა! აირჩიეთ მეტი მეტალის აქსესუარი, მეტი მეტალის სათამაშო, მეტი მეტალის დეტალი და შექმენით დაუვიწყარი საახალწლო განწყობა!
მარტივი და გემრიელი კერძი მთელი ოჯახისათვის.
გალაკტიონმა სახლი აიშენა სოხუმის მთის ძირას, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე. ნინოშვილის ქუჩა კვეთდა დიმიტრი გულიას სახელობის ქუჩას, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა პოეტის საოცნებო ზღვა.
კარგი, წვნიანი და ხასხასა წითელი ბორში თითქმის ყველას უყვარს. ეს ტრადიციული უკრაინული წვნიანი ძალიან სასარგებლოც არის და ძალიან გემრიელიც. ზოგი ხორცსაც უმატებს, ზოგი მხოლოდ ბოსტნეულს სჯერდება.
