„ზურაბ ადეიშვილს მისივე რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა“
უკრაინელმა სახელმწიფო მოღვაწემ სვიატოსლავ პისკუნმა - სამგზის ექს-გენერალურმა პროკურორმა ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს - ინტერვიუ მისცა უკრაინის პოპულარულ გამოცემას „სტრანა“-ს («Страна»), რომელშიც იგი საუბრობს, თუ როგორ მოხდა მისი მიწვევა-დანიშვნა უკრაინის ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩევლად და რატომ გადადგა იგი თანამდებობიდან ერთი თვის შემდეგ. სხვათა შორის, ამ ფაქტმა უკრაინის საზოგადოებაში ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ინტერვიუში სვიატოსლავ პისკუნი აღნიშნავს, რომ არ მოსწონს ის ფაქტი, რომ გენპროკურორის ერთ-ერთ მრჩევლად თურმე... ყოფილი უცხოელი გენპროკურორიც მუშაობს.
„უკრაინაში ამჟამად ბევრი სისხლის სამართლის საქმეა დაუმთავრებელი და „ჰაერში დაკიდებული“ - დაახლოებით ხუთ მილიონამდე. პროკურატურას კადრები არ ჰყოფნის, მაღალია კორუფციის დონე... ამიტომ გენპროკურორს წერილით მივმართე - დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. შემხვდა, მესაუბრა და მრჩევლად დანიშვნა შემომთავაზა... მეგონა, რომ მე, როგორც მრჩეველს, ჩვეულებრივად, ირინა ვენედიქტოვასთან კავშირი მუდმივად მექნებოდა. მაგრამ... მხოლოდ დანიშვნის შემდეგ გავიგე, რომ მას ჩემს გარდა, კიდევ 8 მრჩეველი ჰყოლია. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ირინა ვენედიქტოვას სხვა მრჩევლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეც მუშაობს, რომელიც ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს“, - ამბობს სვიატოსლავ პისკუნი ინტერვიუში.
ჟურნალისტის კითხვაზე - „ვინ გყავთ მხედველობაში?“, იგი პასუხობს:
„მას ჰქვია ზურაბ ადეიშვილი. თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იგი საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, რომელსაც მოგვიანებით საქართველოში რიგი დანაშაულებების ჩადენის გამო, განაჩენი მისსავე „რეფორმირებულმა“ ქართულმა სასამართლომ გამოუტანა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
