შვეიცარიული Credit Suisse-ის შვილობილი ბანკის თანამშრომელს, სინგაპურის სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის ახალი სარჩელი ელოდება
ამერიკულმა გამოცემამ - საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგ“-მა («Bloomberg») გამოქვეყნა სტატია სათაურით „შვეიცარიული Credit Suisse-ის შვილობილი ბანკის თანამშრომელს, სინგაპურის სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის ახალი სარჩელი ელოდება“ (ავტორი - ჰუგო მილერი).
მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ჩივილს შევეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს წინააღმდეგ - მილიარდერმა სარჩელი აღძრა ბანკის ერთ-ერთი „შვილობილის“ წინააღმდეგაც, რომლის თანამშრომლის თაღლითობით მან მინიმუმ 300 მილიონი დოლარი დაკარგა.
სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის შვილობილი ბანკის „ერთ-ერთმა“ თანამშრომელმა „ვერ შეძლო კეთილსინდისიერად მოქმედება და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვა“, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, რადგან ყურადღებით არ მიუდგა იმ საკითხს, თუ როგორ იმართებოდა მათი ინვესტიციები.
ბიზინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ Credit Suisse-ის ხელმზღვანელობა საქმის კურსში იყო ერთ-ერთი მენეჯერის მაქინაციებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერია არ გაუკეთებია მის აღკვეთის მიზნით. „ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელმაც თავის ქონება საბანკო და ელექტრონიკის სფეროში საქმიანობით დააგროვა, ყველა საშუალება აქვს ბრძოლის გასაგრძელებლად. მისი ინვესტიციები მთელ მსოფლიოშია გაფანტული, ბერმუდის კუნძულებიდან ახალ ზელანდიამდე“.
სტატიაში საუბარია აგრეთვე ბანკის ქონების ყოფილი მენეჯერის პატრიცია ლესკოდრონის შესახებ, რომელიც 2018 წელს იქნა გასამართლებული ჟენევაში და პატიმრობა მიუსაჯეს კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერების გაყალბებისა და ყალბი ვაჭრობისთვის.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"