სპეცოპერაცია სასტუმროში - უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი - მეტსახელად "უმკა" და "ლაშა სვანი" დააკავეს, რომელთაც უკრაინული მედია ყველაზე გავლენიან კანონიერ ქურდებად მოიხსენიებს.
უკრაინელი სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნული პირები აყალიბებდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს და თავიანთ წარმომადგენლების საშუალებით მართავდნენ მათ.
დაკავებულები აკონტროლებდნენ კრიმინალებს დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანის (მეტსახელად „ლაშა სვანის“) დაკავების სპეცოპერაცია ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია.
მან კრიმინალური ტიტული ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო. ბოლო წლებში კი უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქში აკონტროლებდა კრიმინალურ ქსელს, მათ შორის დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, მიკოლაივში, ზაპორიჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
