ვის უფრო დააზარალებს კორონავირუსის პანდემია - ნატოს თუ რუსეთის არმიას...
ახალი კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად შეფასდა, ანუ ის უკვე მთელი მსოფლიოსთვის უაღრესად საშიში გახდა.
თანამედროვე ინტერნეტი იძლევა საშუალებას, რომ საქმიანი მივლინებები უკიდურესად შეიზღუდოს, მაგრამ არის საქმიანობის სფეროები, რომლებიც ადამიანთა თავმოყრისა და მჭიდრო ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია.
ერთ-ერთი ასეთ მიმართულებაა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ჩასატარებელი ფართომასშტაბიანი სამხედრო-საველე სწავლებები, რომლებიც, საშტაბო სწავლებებისგან განსხვავებით, ოთახებში ვერ გაიმართება - ამისთვის აუცილებელია პოლიგონები, სადაც კორონავირუსის გავრცელების შანსი განსაკუთრებით იზრდება, მით უმეტეს, თუ ეს სწავლებები მრავალეროვნულია და მათში ათობით ქვეყნიდან ჩამოსული სამხედროები მონაწილეობენ.
ამ ფონზე ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთის არმია უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება. არა იმიტომ, რომ რუს ჯარისკაცსა თუ ოფიცერს კორონავირუსი არ დაემართება, არამედ იმიტომ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან განსხვავებით, რომელიც 30-მდე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უყრის თავს, რუსეთს მონოარმია ჰყავს და საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად სხვა სახელმწიფოების თანხმობა და სხვადასხვა ქვეყნის არმიების დანაყოფებისგან ერთიანი შენაერთების ჩამოყალიბება არ სჭირდება.
თუმცა კორონავირუსის პანდემია არც რუსეთის არმიას დაინდობს - მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის ორჯერ შემცირების გამო რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რაც უსათუოდ შეაფერხებს რუსეთის არმიის გადაიარაღების პროცესს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
