June 10, 2026

დეკემბერი 20 2019 წაკითხვა 887 ჯერ

თუ ხელისუფლების მხრიდან მოტანილია განცხადება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება" ნებისმიერ ფასად მაინც უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი წინადადება მიღებული არ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გააჩნია „ქართული ოცნება“ რას შესთავაზებს ოპოზიციას.

 

„თუ იქნება ისეთი წინადადება, რომელიც შეესაბამება ახალგაზრდების სულისკვეთებას, საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების დაკვეთას, რომ პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს მრავალპარტიულით, იმ პროპორციით, რა პროპორციითაც თვითონ მოსახლეობა აგვირჩევს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავთანხმდებით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 1441 ჯერ

“თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია, აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება” - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახანგ მაისაია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. მისი თქმით, აშშ 12 000 ჯარისკაცს 8 600-მდე შეამცირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ.

დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 927 ჯერ

ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ,

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 880 ჯერ

კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 853 ჯერ

"მუდმივი არასატაბილურობა არა მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" არის ცუდი, არამედ ქვეყნისთვის. ამ კრიზისის პროვოცირება თავად ხელისუფლებამ მოახდინა, თავისი გადაგდება-გადმოგდებით, მაგიდაც თვითონ ააყირავა, ამიტომ მუდმივმა რყევამ კი არა, ერთმა წვეთმა შეიძლება კედელი დაანგრიოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ იმედი აქვთ, რომ "ოცნებაში" იპოვიან ისეთ ბიჭებს, ვისაც უცხოელები დაუჯერებენ, ძალიან სცდებიან" - ხუხაშვილი

გვერდი 710 სულ 745
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.