რომან კაკულია - მოვუწოდებ ოპოზიციას, პიკეტირების გზას ნუ დაადგებიან, ამით ეჭვქვეშ აყენებენ დიალოგის შესაძლებლობას
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია აცხადებს, რომ ახლა ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, კონცენტრირდეს მხოლოდ იმ მოთხოვნებზე, რაც ოპოზიციამ დააყენა.
„ახლა უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ოპოზიციის მოთხოვნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, კონსიტიტუციური შენობის ბლოკირებით ისპობა გზა დიალოგისკენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს იქ, საბოლოო ჯამში, ბოლოში ერთმანეთთან მიმავალი გზების უნდა ვიპოვოთ. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას უბრალოდ, არ აქვს.
პარლამენტის ბლოკირების დაშვება არ შეიძლება, ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია. კანონი ძალიან მკაფიოდ ასახელებს იმ ღონისძიებებს, როდესაც ხდება ბლოკირება მაგალითად, პარლამენტის. აქ არავითარი ინდივიდუალური და სპონტანური გადაწყვეტილება მისაღები არ არის. ამიტომ, მოვუწოდებ მათ, რომ ამ გზას ნუ დაადგებიან, ამით თავიდანვე ეჭვის ქვეშ აყენებენ იმ შესაძლებლობას, როცა შეიძლება დიალოგი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია მოაწყვეს, პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
