"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვეშაძემ, ტელეკომპანია "პირველის "წამყვანებს - ბუკა პეტრიაშვილსა და ეკა მიშველაძეს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას უთხრა, რომ ტემპერატურა აქვს და არ იცის, ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეძლებს თუ არა მისვლას.
მოლაპარაკების პროცესს დადებითად ვაფასებ, რადგან ვარდების რევოლუციის დროს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდით მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, პრემიერ-მინისტრ ჯორბენაძეს და ვუყენებდით მოთხოვნებს, ის არაფრის შემსრულებელი იყო და ამის პარალელურად ვაძლიერებდით ზეწოლას ქუჩიდან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ («Известия») გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიასადა ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფონზე (12 ნოემბერს, სოჭში) რუსულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხებია განხილული.
“2022 წლიდან, ტერორისტული თავდასხმების გახშირების გათვალსწინებით, შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი ამოქმედდება. დადგენილება გავრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ ზონაში უვვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რას გულისხმობს ეს ცვლილება კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროპაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლა-გასვლის კონტროლი, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.
