June 11, 2026

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 839 ჯერ

ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 1318 ჯერ

კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ხელახალი არჩევნების ფონზე, აქციების შეწყვეტა, ამ ხელახალი არჩევნების გარანტორები იქნებიან ჩვენი ფასილიტატორი ელჩები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 2171 ჯერ

„მე რომ ვიყო ხელისუფლება და ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ვიყო, გამოვიდოდი და ვიტყოდი, არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს ვთქვათ გაზაფხულზე, მოვამზადებ სათანადო საკანონდებლო ცვლილებებს ოპოზიციასთან ერთად და კიდევ ერთხელ დავდებ შედეგს“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 1303 ჯერ

„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „სისულელე“ უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 960 ჯერ

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ნოემბერი 20 2020 წაკითხვა 954 ჯერ

საუბრის შინაარსის გატანა საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლით დაუშვებელი და შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი პრინციპები, რის თაობაზეც მიდის საზოგადოებაში ვნებათაღელვა, ეს ცნობილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გვერდი 590 სულ 746
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.