აპრილი 09 2022 წაკითხვა 504 ჯერ

დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია, ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აპრილი 09 2022 წაკითხვა 504 ჯერ

ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს თვითგადარჩენის პოლიტიკაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა არის ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ აკეთებს.

აპრილი 08 2022 წაკითხვა 1463 ჯერ

დღეს, 9 აპრილის მოვლენებიდან 33 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აპრილი 08 2022 წაკითხვა 504 ჯერ

რას ჰქვია უკრაინა დაიჩაგრა?! ანუ უკრაინას შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა და არ აიცილა?! - ღარიბაშვილს ისტორიის წიგნი უკუღმა აქვს წაკითხული, ან საერთოდ არ იცის რა არის ისტორია, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც უკრაინაში იმყოფება.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 504 ჯერ

ნატო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ცალსახა ხაზგასმაა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, არის ღირსეული პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ, ეს ასახავს იმ პროგრესს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

აპრილი 07 2022 წაკითხვა 472 ჯერ

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გვაქვს ახლო მეგობრობა. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

გვერდი 451 სულ 733
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.