საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპარალმენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარე კვირაში, პარასკევს ან შაბათს შედგება და თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი "დღეს-ხვალ რეჟიმში" გადაწყდება.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
ოპოზიციასთან ერთად ჩავალთ ალბათ უკრაინაში, ჩვენ დაველოდებით პარლამენტის პროტოკოლის ინფორმაციასაც. პროტოკოლებს შორის უნდა შეთანხმდეს დეტალები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მართლაც ისტორიულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციის მიმართულებით, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
გავახმოვანეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განახორციელებენ ვიზიტს უკრაინაში, შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები და ეს წინაპირობები ყველამ იცით, რას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღება არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი საქართველოსთვის.
