ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელენე ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა - სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ მთავრობის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა.
მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში" შესატან საკანონმდებლო ცვლილებაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 5 ივნისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში?! ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
დინამიკურად ვითარდებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
