ივლისი 27 2023 წაკითხვა 733 ჯერ

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

ივლისი 25 2023 წაკითხვა 739 ჯერ

„რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

ივლისი 24 2023 წაკითხვა 518 ჯერ

ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

ივლისი 24 2023 წაკითხვა 499 ჯერ

ჩვენი ამოცანაა, დღევანდელი ორპოლუსიანობის პროგრესული ალტერნატივა შევქმნათ, - ამის შესახებ განცხადება, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ივლისი 24 2023 წაკითხვა 835 ჯერ

ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ივლისი 21 2023 წაკითხვა 497 ჯერ

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის.

გვერდი 326 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.