მიხეილ სააკაშვილისნაირი კაცი ციხეში კარგად ვერ იქნება - გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების მოთხოვნის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვენ.
უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს
მიხეილ სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ, [მის ციხეში გადაყვანაზე] შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის „საქართველოსთვის“ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გადაიყვანონ.
პრეზიდენტ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, დღეს რა არის საჭირო რუსული რეჟიმის დასამარცხებლად და ეს არის ერთიანი ფრონტი ოპოზიციურ ველზე, ეს შესაძლებელია იყოს იმგვარი ერთობის კომიტეტის, ან ნებისმიერი კოორდინაციის სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში პროდასავლურ ოპოზიციას გვექნება ერთიანი ფრონტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილსააკაშვილი„ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.
ისრაელის არმიის სამხედროებმა რეიდი მოაწყვეს და თანამშრომლები დააკავეს ღაზის ჩრდილოეთში დარჩენილი მოქმედი საავადმყოფოებიდან ორ კლინიკაში, საიდანაც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 19 დეკემბერს ჯარისკაცები "ჰამასის" მეომრების სრულად განდევნას ცდილობენ.
