საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ოპოზიციას მივმართავ, თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ აქვს და რეალურად, არაფერი კონტროლდება, არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ვისურვებდი, სალომე ზურაბიშვილს ბოლო ზარზე მაინც ჰქონდეს ნორმალური გამოსვლა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, - ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
