ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლონებს არასდროს ექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
არის მაღალი ფასები, სიღარიბე, მოქალაქეებს უწევთ ქვეყნის დატოვება და თუ ასე გაგრძელდა, დასაქორწინებელიც არავინ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის შეჩერებას გულისხმობს.
ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.
ხელმოცარულებს ყველას ამბიცია აქვს, მათ რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
