February 9, 2026

თებერვალი 25 2024 წაკითხვა 412 ჯერ

დალჰაუზის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შფოთვიან ადამიანებში მობილობის დონე უფრო დაბალია, ვიდრე მშვიდებში.

თებერვალი 25 2024 წაკითხვა 370 ჯერ

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

თებერვალი 23 2024 წაკითხვა 582 ჯერ

უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება - მივმართავ ყველა პარტიას, ეს არის არამხოლოდ კანონის დარღვევა, რადგან აკრძალულია უცხოური შემოწირულებების მიღება, ეს არის სუვერენიტეტის მიმართ უდიერი მოპყრობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით განუცხადა.

თებერვალი 23 2024 წაკითხვა 607 ჯერ

ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ყველანაირად შეეწინააღმდეგება ე.წ. ვეიტინგის სისტემის შემოღებას.

„არათუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები და ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი. თუ დაამატებენ, რომ უცხოელ მოსამართლეებს ჩამოვიყვანთ და მათი მეშვეობით ჩავიდებთ ჯიბეში სასამართლოს, თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ნაცებს“ სასამართლო სხვანაირ მოწყობაზე აქვთ ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომელზეც არჩევნების წინ ჩვენი მეშვეობით დაადგინა ოპოზიციამ. აქედან გამომდინარე არათანმიმდევრულობაა ის, რაც „ნაცებს“ აზიანებთ, ის, რაც სააკაშვილს აზიანებს და ციხეში ამყოფებს. „ნაცებს“ ვურჩევდი, რომ აზრი დაატანონ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის სასამართლო რეფორმა. მგონი, აბსურდია, ერთი მხრივ, ამბობდე, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც სასამართლოში, არც არსად, მერე ამბობდე, მე გავაკეთებ „ვეტიგის“ სისტემით სასამართლოს არჩევას, რადგან სინამდვილეში ამბობ, რომ მე შევარჩევ ამერიკელ მოსამართლეებს და მათი მეშვეობით იმავე წესრიგს დავამყარებ, რაც მურუსიძის მეშვეობით გვქონდა აქამდე მოწყობილი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

თებერვალი 23 2024 წაკითხვა 518 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.

 

მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

თებერვალი 22 2024 წაკითხვა 561 ჯერ

რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი - შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, - ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

გვერდი 260 სულ 732
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.