„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა - „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება.
ბედნიერება რომ ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში, დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გეკითხებით, როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? ან შეძლებდა თუ არა ნებისმიერი თქვენგანი 900 ლარად გაეტანა თავი?! ივანიშვილის ჩინოვნიკები დღითიდღე მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ქალთა კვოტირება ხელს არ უწყობს და არც შეუწყობს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, რადგან ისტორიულადაც ვიცით, რომ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ქალი ყოველთვის წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
