პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს.
გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამჭვირვალობის შესახებ კანონის რაიმე ტიპით დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არასწორი მიდგომაა და ეს განხილვის საგანი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ოპოზიციის არგუმენტი, რომ არ შევიდეთ ძიებაში და ვიძახოთ, რომ ეს „რუსული კანონია“, იმდენად უსუსური გახდა, რომ გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში, ან თუ გარჩევაში შევლენ, იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პოლიტიკური მრუშობა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისი ყოველთვის იქნება თავისუფალი, ხელოვნება ყოველთვის იქნება თავისუფალი, საქართველო ყოველთვის ევროპული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არმიღება იმ დონორების ინტერესშია, ვიცი მიზანიც არის ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.
