„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს ოპოზიციად გვევლინება, როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი საარჩევნო კამპანიის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროპიდან გამოყოფილი 14 მილიარდი ევროა გაყინული.
ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს".
ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
