,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება.
წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მეუფე შიოს მიზანმიმართულად ხვევენ ბინძურ კამპანიაში.
„ფარისევლები თავის სტანდარტულ როლში არიან. ფარისევლობა არის, როდესაც ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა მის არჩევანს, მის მოსაყდრეს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, იმისთვის, რომ ეკლესიაში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ეს ინსტიტუცია იყოს ისეთი ძლიერი და სტაბილური როგორც აქამდე იყო, შეიტანონ დისონანსი. მათ შორის ანდერძთან გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, სინოდში დაპირისპირებასთან დაკავშირებული მათი ნარატივები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა პატრიარქმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დატოვა მეუფე შიო და ეს იყო მისი არჩევანი“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის; ამავე დროს, ვიცით, რომ წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც” – მეუფე შიო
