"შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა - ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს"
შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო საკითხებზე ეს, ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა იყო, თუმცა „ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.“
„იყო სხვადასხვა ულტიმატუმები, მკვეთრი პოზიციები და შეუთანხმებლობა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო საკითხებზე ეს იყო ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში თუმცა ჩვენი, როგორც ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.
პოლიტიკური პატიმარი - ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს, არსებობს ჩანაწერი რომ მართლმსაჯულება არ უნდა მოხდეს რომელიმე მხარის მიერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგელობას ამ მიმართულებით ბოლომდე შევასრულებთ კონკრეტული სახელებით და გვარებით ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. მოკლე დროში ამერიკის საელჩო გაავრცელებს განცხადებას და ტესტებს თუ რაზე მოხდა შეთანხმება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიახლეები
- "უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკრაინაში დასაბრუნებლად" - შსს
- "რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება" - დონალდ ტრამპი
- 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "რუსეთი არ არის მეგობარი, მას მხოლოდ იმპერიალისტური ზრახვები აქვს" - რა გვასწავლა 2008 წლის აგვისტოს ომმა