"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში"- მიხეილ სააკაშვილი
დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის“.
“საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა-ქუთაისის საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა. ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს და საქართველო უნდა იყოს ძლიერი, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას და ქუთაისის, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთის და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას. ივანიშვილს უნდა ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს იმიტომ, რომ მისი ამოცანაა სუსტი და გავერანებული საქართველო. დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
