"2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების წელი იყო - ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო"
2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სააკაშვილის შეფასებით, 2019 წელს ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა არსებული გამოწვევები და მისი მოშორება დაიწყო.
„მინდა, მივულოცო საქართველოში მყოფ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მინდა მივულოცო იმ ქართველებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებული. მინდა საქართველოს ყველა მეგობარს მივულოცო.
2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო. ქართულმა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახა ის გამოწვევები, რაც გვაქვს და დაიწყო ამ საზიზღრობის მოშორება და თავისი სხეულიდან ჩამოფერთხვა. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახები არ იმსახურებენ იმ გაჭირვებას, რომელშიც ისინი ხელოვნურად აღმოაჩინეს. როდესაც ქუთაისის აეროპორტს ვხსნიდი, ჩემთვის ის იყო ევროპაში ფანჯარა, ევროპასთან ერთიანობის სიმბოლო. ახლა ის ისეთი უიმედობის სიმბოლოდ იქცა, როგორც თავის დროზე ყულევის მონათა ბაზარი იყო, საიდანაც ჩვენი ხალხი უცხოეთში გადიოდა იმისათვის, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სიამაყეს და სწრაფ განვითარებას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდება. მიუხედავად დღევანდელი სიძნელეებისა, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ბანდას და აუცილებლად მოვიშორებთ მათ მიერ დამკვიდრებულ გაჭირვებას და უპერსპექტივობას.
ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო. ეს ბრძოლა ბოლომდე მივა. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სიყვარული და ამას ვერაფერი ვერ დაარღვევს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება