კახა კალაძე 2019 წლის მთავარ შეცდომად გავრილოვის პარლამენტში შეყვანას და სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას ასახელებს
თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი გუნდის 2019 წლის მთავარ შეცდომად რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში შეყვანას და სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას ასახელებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს 2019 წლის შეჯამებისას განუცხადა, რთული, საინტერესო და წარმატებული წელი იყო.
„იყო რთული წელი, დატვირთული, საინტერესო და წარმატებულიც შეიძლება ითქვას. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. რაც მოსახლეობას დავპირდით პროექტების სახით, დიდი ნაწილი დამთავრებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია და დამთავრდება მომდევნო წლის გაზაფხულ-ზაფხულში. რაც შეეხება პოლიტიკურს, რთული წელი იყო, იყო გამოწვევები, გარკვეული არეულობის მცდელობებიც იყო, დაპირისპირების, კანონის გადაცდომების, მაგრამ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 2020 წელი იქნება საკმაოდ საინტერესო. არის გამოწვევები და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა. შეცდომებიც იყო. უცებ რაც მახსენდება, მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარჯელში დაჯდომა, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების გულისწყრომა, თუმცა, შემდგომ განვითარებული მოვლენები ეს არის უპასუხისმგებლო, კონკრეტული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით. რაღაც შეცდომები იყო, შეცდომები ყოველთვის არის“, - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
