გამოტროლბოტებული "ოცნება" და მოკაკაკნე "ნაცები" , ანუ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!
ისე, ამ პოლიტიკოსებს რატომ უკვირთ, რომ "ტროლავენ"? ჩემს ბლოგზე იმდენი ინკოგნიტო მუქთახორა ბიჭობს და კაცობს (ქალობს კიდეც!), რომ სრულიადაც არ გამკვირვებია ბიძინას და მიშას თუ წაესეოდნენ ცრუანგარიშა ხალხი! ტროლ-ბოტები ისევ შექმნიან ესეთ გვერდებს და ჯგუფებს, მაგათ სხვა რა შეუძლიათ, მაგრამ იმას დაგეკითხებით, ვინც იმას გაიძახის, რომ ახალ წელს ყველასთვის ისე უნდა იყოს ჩაბნელებული ქვეყანა, როგორც მიცვალებულებისთვისო, ეგენი არიან ჯანმრთელად?! ნათელი ვისთვისაც არ იყო ეს ქვეყანა, ისინი დაეჩქარნენ იმ ქვეყნად წასვლას! ფერები, შუქი და სიხარული უნდათ ბავშვებს, თორემ მე არ გავვარდები ნაძვის ხეებთან! ვიდრე ცოცხლები ვართ, ყველაფერი სიკეთე გვინდა, თორემ გარდაცვლილთათვის ერთია ახლა ნაძვი და ღოლო, ცარიელა პური და საცივი! გურჯაანელ თუ სხვა "მუნიციპალურ ნაცებს" კიდევ უფლება რომ მისცე, მთელ საქართველოს შავში გახვევდნენ, სულსაც ამოხდიდნენ და გადაავსებდნენ საპატიმროებს ისევ თავიდან! წინასაახალწლოდ უფრო მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ "ქოცებისთვის" გაემწარებინათ სიცოცხლე? მაკრახიძის შესახებ დაწერილი წიგნი მაინც გადაემრავლებინათ და დაერიგებინათ ხალხში ან სულაც, "ფეისბუკზე" გადაეტანათ ეგ და თალაკვაძის პოეზია! დამერწმუნეთ, ეგ უფრო დააბნელებდა საქართველოს ვირტუალურ ნაწილს, ვიდრე შავი ლენტები! და კიდევ, დავამატებ, ხაზარაძისეულ "ლელოს" განცხადება გამოუქვეყნებია, გვიხარია, ეს ტროლები რომ გააუქმესო! რა გაუხარდათ ნეტავ, ჰგონიათ, რომ "ფეისბუკზე" "მოწონებებით" გაიმარჯვებენ? ერთ ანდაზას გავიხსენებ, თხამ რომ მგლის სიკვდილი გაიგო და აკუნტრუშებულს მიაძახა მეორემ, განა სამგლეთი დაიქცაო? ანუ წაშალეს "ტროლები" და ისევ მოვლენ, მამუკა, ისევ მოვლენ ის შავი კაცებია თუ "ფეისები"...
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
