თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.
ღონისძიებაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის ლიდერები, მინისტრები და დეპუტატები იმყოფებიან.
როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული იქნა კვირეული, რაც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნებოდა.
„შესაბამისად, დღევანდელი დღე ამ კვირეულის შეჯამებას ეძღვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. დღევანდელი დღეც ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ხაზგასმაა. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის გადაწყვეტილება სწორედ ევროპა და ევროატლანტიკური ორგანიზაციაა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.
სიახლეები
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს