პრეზიდენტი ჯარზე სხვა რამეს გულისხმობდა და ვერ გამოხატა — სოფო კილაძე
ართული ოცნების დეპუტატმა სოფო კილაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე იმით გაამართლა, რომ "პრეზიდენტს სხვა რამის თქმა უნდოდა და ვერ გამოხატა".
"ჩვენ რა თქმა უნდა გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ჯარები, რომლის იმედიც გვაქვს სამშობლოს დაცვის დროს. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა. ალბათ იმის თქმა უნდოდა რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა, რისი თქმაც უნდოდა", — ამბობს დეპუტატი.
10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა განაცხადა:
"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
https://on.ge/
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
