დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა
ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მაჟორიტარების ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლება დღითიდღე კარგავს რეალიზმის განცდას და გრძნობას.
„პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის დიდი იარაღი აღმოჩნდა. ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს კიდევ სხვა მიმართულებით დაუშვას დიდი შეცდომები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობით და არჩევნებისთვის მზადებით. ამით ვართ დღეს ჩვენ დაკავებული",-განაცხადა უსუფაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
