"თუ „ნაციონალები“ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ადამიანებს ტყავს გააძრობენ"
თუ ისინი შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პოლიციელთან შელაპარაკებას გამოეხმაურა.
"სამწუხარო იყო ჩემთვის ამ კადრების ნახვა, თუნდაც აღელვებულ სიტუაციაში როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელი არის ეს მოქალაქე. ეს არის რეალურად მათი, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და მგონია, რომ ისინი თუ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით," - განაცხადა სოფიო კილაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა გივი თარგამაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კანონის ფარგლებში პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
"გივი თარგამაძისგან, რომელიც სულის ამოხდით ემუქრებოდა ოპოზიციონერებს, არ მიკვირს ამ პათოსის გაგრძელება," - აღნიშნა სოფიო კილაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
