"ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს"- აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე
აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
Haqqin.az-ის ცნობით, თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი მეთოდებით უსწორდება, იყენებს რა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, რკინის ხელკეტებს და „ერთი სიტყვით, ყველა პრევენციულ ძალას უკანონო ქმედებებში მონაწილეთა წინააღმდეგ“.
„ძალიან უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ დასავლური თვალსაზრისით რომ ვთქვათ არალიბერალური, თითქმის „რესპრესიული მეთოდები“ არ იწვევს პროტესტს აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის მისიაში. არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“,- წერს გამოცემა.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან, სადაც დასავლეთი „აბსოლუტურ და შეუზღუდავ პოლიტიკურ ლიბერალიზაციას ითხოვს“, სრულიად განსხვავებულია.
„თბილისში, მანიფესტაციებს რეზინის ტყვიებს უშენენ. ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს. ქართულ ოპოზიციას კუთხეში იმწყვდევენ-ვაშინგტონი და ბრიუსელი დუმს, მაგრამ აი, თუ აზერბაიჯანული ოპოზიციის უმწეო და მშიშარა ნაწილი ცდილობს ბაქოს ცენტრში არეულობა მოაწყოს და მას სამართალდამცავთა წინააღმდეგობა შეხვდება, დასავლეთი ამ ხელისუფლების ქმედებებს არალეგიტიმურ და არაპროპორციულად მიიჩნევს“,-აცხადებს ავტორი და დასძენს, რომ „ის რაც დასაშვებია ნინოსთვის, აკრძალულია ალისთვის“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
